გოგა ჩანადირის ინიციატივით, მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყობა

შაბათს, 30 მაისს, მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყობა – ამის შესახებ განცხადებას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“მეგობრებო, შაბათს, 30 მაისს (2015) მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა დასუფთავების აქცია. მონაწილეობენ 150ე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. თბილისიდან გავდივართ 10 სთ-ზე. ვისაც შემოერთების სურვილი გაქვთ, 11 საათიდან მობრძანდით ჯვარზე. სასურველია, თან ხელთათმანი იქონიოთ. დაახლოებით პურისა და შაქრის 120-150 ტომარა ნაგავი წამოიკრიფება. შემდეგ ამოვა მცხეთის გამგეობის მიერ გამოყოფილი ნაგვის მანქანა და შეგროვილ ნარჩენებს წაიღებს. გაგვახარებს თქვენი შემოერთება”, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები