ირაკლი წერეთელი განცხადებას ავრცელებს

“ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის” წევრი, ირაკლი წერეთელი, საზოგადოებას ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მოევლინა.
საკუთარ „ინტერნეტმეგობრებს“ 26 მაისს დემონსტრაციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც ირაკლი წერეთელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სტატუსში წერს, თბილისელები, რომლებიც 26 მაისს დემონსტრაციაზე არ მივლენ, „ინტერნეტმეგობრობიდან“ წაშლის. მისი თქმით, მას ამჟამად 1669 „ინტერნეტმეგობარი“ ჰყავს.
„შიმშილობის დაწყებამდე მყავდა სულ 423 ინტერნეტმეგობარი, შიმშილობის დაწყებიდან დღემდე შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი, მათი რიცხვი დღეისათვის არის 1669. ყველამ თავად შემომთავაზა მეგობრობა და მეც სიამოვნებით დავუდასტურე. მაგრამ იცოდეთ, ვინც ცხოვრობთ თბილისში და არ მოხვალთ 26 მაისის დემონსტრაციაზე, სუყველას წაგშლით, ვითარცა დეზერტირებს სამშობლოს თავისუფლების მიმართ. ვინც თბილისში ცხოვრობს, არ არის დავრდომილი და ავადმყოფი, შეუძლია გადაადგილება და 26 მაისის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ – განმანთავისუფლებელ დემონსტრაციაზე არ მოვა, ის ნამდვილი დეზერტირი და უღირსია. არ მინდა ჩემს ინტერნეტმეგობრებზე ცუდად ვიფიქრო, ამიტომ, ვინც ცხოვრობთ თბილისში, ყველა მობრძანდით! დაგლოცოთ ღმერთმა! – დემონსტრაცია 26 მაისს დაიწყება, საღამოს ექვს საათზე გენიოსი რუსთველის ძეგლთან!“ – წერს ირაკლი წერეთელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები