საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაბნის რაიონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები, 1970 წელს დაბადებული გივი ტ. საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 26 საბრძოლო ვაზნა და 1 მჭიდი, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარის 11 ცალი კაფსულ-დეტონატორი, ტროტილისა და ამონალის ასაფეთქებელი 10 ცალი კაფსულ-დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ლულისქვეშა ყუმბარის გასახსნელი, ავტომატური ყუმბარმტყორცნი „ა-გე-ესი“ და 475 გრ ტროტილი ამოიღეს.
გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ან შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები