პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით პირი დააკავეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1971 წელს დაბადებული ანჟელიკა ჯ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ნაქირავები საცხოვრებელი სახლის ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის აქირავებდა. ასევე, ხელს უწყობდა პროსტიტუციაში ჩაბმული ქალბატონებისთვის კლიენტის მოძებნას.
სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით რამდენიმე ქალბატონი და ორი მამაკაცი დაკითხეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).