სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ფოთის მერიის თანამშრომელი ამხილეს

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ტუღუში ამხილეს, ხოლო ქურდობის ფაქტზე ამხილეს და დაკავეს მოქალაქე გელა დ.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძებამ დაადგინა, რომ ნუგზარ ტუღუშმა 2012 წლის აგვისტოში შეადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რა დროსაც არაჯეროვნად შეასრულა მასზედ დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობა, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი არ განახორციელა, რითიც გელა დ-ს საშუალება მისცა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ გარე განათების დემონტაჟირებულ ბოძებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს 36 203,58 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები