შვედეთში დედამიწის დროშა შექმნეს (ფოტოკოლაჟი)
დედამიწის დროშა შექმნა შვედმა დიზაინერმა და მხატვარმა ოსკარ პერნეფელდტმა. იგეგმება ამ დროშის გამოყენება კოსმოსური ექსპედიციების დროს. „კოსმოსში დღევანდელი ექსპედიციების მონაწილეები ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის დროშებს იყენებენ. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყანა ასპონსორებს ფრენას. მაგრამ კოსმოსური მოგზაურობების მონაწილეები უფრო მეტს წარმოადგენენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანას. ისინი პლანეტა დედამიწის წარმომადგენლები არიან“, – აცხადებს პროექტის ავტორი.
დროშის ცენტრში გამოსახული შვიდი რგოლი ქმნის ყვავილს, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოა. რგოლების გადაკვეთა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი ერთმანეთთან პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული. ლურჯი ფერი კი წყალს ნიშნავს, რომელიც სოცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წამოადგენს და ოკეანეებს, რომლებიც დედამიწის უდიდეს ნაწილს ფარავს.