„მინდა გაგაწბილოთ, სექტანტებო – სააკაშვილი, როგორც თავისუფალი მოქალაქე, საქართველოში ვეღარასდროს დაბრუნდება“

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “მეხოტბეებს“ ფეისბუქის საშუალებით მიმართავს. ბედუკაძე წერს, რომ სააკაშვილი, როგორც თავისუფალი მოქალაქე, საქართველოში ვეღარასდროს დაბრუნდება და ამიტომ მის მომხრეებს ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.11350199_373661996173323_753552234_n

“მესმის, ძნელია, სიმართლის მკვახედ პირში მიხალება, მით უმეტეს, საზოგადოების იმ ბიომასისთვის, რომელიც დღემდე ადიდებს და ხოტბას ასხმას არსებას, რომელმაც დაამონა, გაანადგურა საქართველო, სისხლში ჩაახრჩო ქართული გენი. მინდა გაგაწბილოთ და კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ, სექტანტებო – როგორც თავისუფალი მოქალაქე – სააკაშვილი საქართველოში ვეღარასდროს დაბრუნდება. შეეგუეთ და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ანბანური ჭეშმარიტება! რაც არ უნდა დევნილ, წამებულ რაინდად წარმოსახოთ, რაც არ უნდა კომიკურ აქციებს მიმართოთ და მუხლები გადაიტყავოთ მისდამი თაყვანისცემით, რაც არ უნდა სამიტებზე თუ კონფერენციებზე იწანწალოს ბოტოქსიანი სიფათით, ქართველი ხალხის სიყვარულს ვერ დაიმსახურებს!“-წერს ლადო ბედუკაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები