ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გაჩნდა
ცნობილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის გახმაურებულ საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გაჩნდა. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ეს ჩეჩნეთის მკვიდრი რუსლან მუხადინოვია. გამოძიების ინფორმაციით, ეს ადამიანი დანაშაულის შემკვეთი ან ორგანიზატორია.
სამართლადამცველები ეჭვობენ, რომ მუხადინოვი შეიძლება იყოს ვინმე, მეტსახელად „რუსიკი“, რომელსაც ბრამდებულები ასახელებდნენ. იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი დაკავებული ტამერლან ესკერანოვი მუხადინოვს ამოიცნობს, დანაშაულის შემკვეთად სწორედ ის ჩაითვლება. გასულ კვირას ნემცოვის საქმეზე მომუშავე გამომძიებლებში ცვლილება მოხდა, ახლა გამოძიებას სათავეში ჩაუდგა იუსტიციის გენერალი ნიკოლაი ტუტევიჩი, რომელმაც ამ თანამდებობაზე იგორ კრასნოვი შეცვალა. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვში 27 თებერვალს მოკლეს.