ბრაზილიაში თავმოკვეთილი ჟურნალისტის ცხედარი აღმოაჩინეს
ბრაზილიელი ჟურნალისტი ავენი ჟოზე მეცკერი ბრაზილიის სამხრეთ აღმოსავლეთ შტატში თავმოკვეთილი აღმოაჩინეს. სააგენტო “ფრანს პრესის“ ინფორმაციით, 67 წლის რეპორტიორი 3 თვის განმავლობაში ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონში ცხოვრობდა და ნარკობიზნესზე და ბავშვთა პროსტიტუციაზე ინფორმაციას აგროვებდა. ბრაზილიის ჟურნალისტთა კავშირმა მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. მეცკერის ცხედარი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად იპოვეს. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.