ხატია სიჭინავა მესამე შვილს ელოდება

  ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და მოჭიდავე რამაზ ნოზაძე მესამე შვილს ელოდებიან. როგორც სიჭინავამ „კვირას“ განუცხადა, ბავშვის სქესი ჯერ არ იციან. ტელეწამყვანი მშობიარობას „ჯანმრთელობის სახლში“ აპირებს.
“უკვე მეექვსე კვირაში ვარ, მესამე შვილს ველოდები, ჯერ ექოსკოპიაზე არ მივსულვარ და დაზუსტებით არ ვიცი, ბიჭი იქნება თუ გოგო. ორივე ბავშვი „ჯანმრთელობის“ სახლში გავაჩინე და არც ახლა იქნება გამონაკლისი”, – ამბობს ხატია სიჭინავა.
ხატია სიჭინავას და მოჭიდავე რამაზ ნოზაძეს ორი გოგო ჰყავთ – ოლი და გაბრიელა ნოზაძეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები