ლუკა კურტანიძე: მოთმინების ყოველგვარი რესურსი ამომეწურა და გაფრთხილებთ!

„გაფრთხილებთ, რადგან იკადრეთ და გადათელეთ ჩემი და ოჯახის ღირსება, არ და ვერ გაპატიებთ თქვენს ნაძირალობას პატარა კაცმაცუნებო!“ – ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ტელეკომპანია „იმედში“ გასულ სიუჟეტს.

როგორც დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსში აღნიშნავს, იგი, ორშაბათს, მთელი ქვეყნის გასაგონად, იტყვის იმას, თუ რა შეძლო და შესძინა ჩვენს ქვეყანას!

„ბევრი ვიფიქრე, როგორ გამეცა პასუხი იმ ცილისწამებაზე და ცრუ ბრალდებებზე, რაც 17 მაისს ტელეიმედის ეთერში გავიდა…. შეტევა ოჯახზე, მის ღირსებაზე… თან სპეციალურად 17 მაისს… არაფრით არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ეს ჩაიდინა (ნაძირალებს ტიტული და ოჯახის შვილობა ვერ აკავებთ). გულდასაწყვეტია, რომ ჩემ მიმართ აგორებული ამ კომპანიის ერთადერთი ტელევიზია, სწორედ „იმედის“ ტელევიზიაა… ასეთი ტელევიზიისთვის და საერთოდ. .. არ უბრძოლია ერს და მათ შორის არც მე – ლუკა კურტანიძეს… სამწუხაროა! ვახო სანაიას გადაცემაში TVS – ზე რომან რურუამ თვითონვე გამოუტანა თავის სიცრუეს განაჩენი! ყოფილ სპორტის მინისტრს და მის წამქეზებლებს ვურჩევ, ეყოთ ის, რაც ვითმინე და გადაიტანა ჩემა ოჯახმა მათ მიერ მოწყობილი დამცირების და ტალახის სროლით!

მოთმინების ყოველგვარი რესურსი ამომეწურა და გაფრთხილებთ, რადგან იკადრეთ და გადათელეთ ჩემი და ოჯახის ღირსება, არ და ვერ გაპატიებთ თქვენს ნაძირლობას პატარა კაცმაცუნებო! მთელი ჩემი სიცოცხლ, ღირსეულად ვემსახურე ჩემს სამშობლოს და ამით ვამაყობ… არავის აქვს და არც მივცემ უფლებას, ეს ბედნიერება წამართვას! ორშაბათს, მთელი ქვეყნის გასაგონად, ვიტყვი იმას, თუ რა შევძელით და რა შევძინეთ ჩვენს ქვეყანას! და ეს იქნება ღირსეული ამაღლებული პასუხი ყველას! სიყვარულით მომილოცია ამაღლების ბრწყინვალე დღე!“ – წერს ლუკა კურტანიძე ფეისბუქის საკუთარ გვედზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები