„ისლამურმა სახელწიფომ“ სირიის უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავა
ექსტერემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ პრაქტიკულად მთლიანად დაიკავა სირიის უძველესი ქალაქი პალმირა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი დატოვეს.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ შეჭრა პალმირას უნიკალური ძეგლებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. რამდენიმე თვის წინ ჯიჰადისტებმა ერაყში უნიკალური კულტურული ძეგლები დაანგრიეს, მათ შორის ქალაქ ხატრაში და ნიმრუდში. ძეგლების ნაწილი პალმირადან ევაკუირებული იყო, მაგრამ ყველას გატანა შეუძლებელია. ამ კულტურული ძეგლების ძირითადი ნაწილი ჩვენი წელთაღრიცხვით 1-2 საუკუნეს ეკუთვნის, როდესაც სირია რომის იმპერიაში შედიოდა.