პესკოვი – უკრაინაში აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემების განთავსების შემთხვევაში მოსკოვი შესაბამისად უპასუხებს

კრემლში ნეგატიურად შეხვდნენ კიევის გეგმებს, ქვეყნის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ეს, მართლაც, მოხდა, მოსკოვს საპასუხო ზომების მიღება მოუწევს.

„ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემების შესაძლო განთავსებას ძალზე ნეგატიურად ვაფასებთ“, – განუცხადა პესკოვმა „ინტერფაქსს“.

უკრაინაში ანტისარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის თავიდან ასაცილებლად უნდა განხორციელდეს.

„რუსეთი განაგრძობს ყირიმის ტერიტორიაზე შეტევითი იარაღის განთავსებას. გარდა ამისა, იქ ბირთვული იარაღის და მისი გადასროლის საშუალებების განლაგება მიმდინარეობს. ამიტომ უკრაინამ თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას“, – აცხადებს ტურჩინოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები