უკრაინა რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას წყვეტს

უკრაინამ რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა შეწყვიტა, რომლის შესახებ შეთანხმება 23 წლის წინ იყო ხელმოწერილი. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო მიიღო, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა.

„მან მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, შემოიჭრა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა იაცენიუკმა.

ჯერ კიდევ გასულ წელს უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა საწარმომ, რომელიც ე.წ. ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს, ანუ რომელიც სამხედრო სფეროსთან არის დაკავშირებული, რუსეთთან თანამშრობლობა შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები