უკრაინაში ბაიკერ „ქირურგის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული ბაიკერების კლუბ “ღამის მგლების“ ხელმძღვანელის ალექსანდრე ზალდასტანოვის, იგივე „ქირურგის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის“ მუხლით აღძრეს. „ქურურგს“ დონბასში სეპარატისტების დაფინანსებაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, ზალდასტანოვმა და კომპანია Forex Trend-ის ფინანსურმა მენეჯმენტმა უკრაინის, ასევე რუსეთისა და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეების თანხები მიითვისეს, ხოლო ამის შემდეგ თანხის ნაწილი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დასაფინანსებლად გამოიყენეს.
ამის საპასუხოდ ქირურგმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს „სასაცილო“ უწოდა. „ასეთივე წარმატებით მათ შეეძლოთ ჩემი დადანაშაულება ჰან ბიტიეს მიერ უკრაინელების გენოციდში “, – განაცხადა ზალდასტანოვმა.
„ღამის მგლები“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მფარველობით სარგებლობენ. ისინი რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების ქალაქებში „მოტოგარბენებს“ აწყობენ. ბოლო მოტოგარბენი, რომელიც ზალდასტანოვის გუნდმა მოაწყო, სკანდალით დასრულდა. „ღამის მგლები“ პოლონეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.