ბერმუდის კუნძულებთან სამგზავრო ლაინერი რიფებს შეეჯახა
სამგზავრო ლაინერი, რომლის ბორტზე 3 ათას 700 ადამიანი იმყოფებოდა, ბერმუდის კუნძულების სიახლოვეს რიფებს დაეჯახა. აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ხომალდი კომპანია Norwegian Dawn-ს ეკუთვნოდა. ის ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიდიოდა. პორტალ CruiseFever-ის ინფორმაციით, რიფებთან შეჯახების შემდეგ გემი გაჩერდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. გემი 6 საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, თუმცა წყალი კორპუსის შიგნით არ შესულა. რიფებიდან გემის გათავისუფლება მოქცევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.