ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს “პიონერფილმის” ყოფილი ხელმძღვანელი სტატუსს უძღვნის

საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, „პიონერფილმის“ ყოფილი ხელმძვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე სტატუსს აქვეყნებს. პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამ, გრიგოლ ჩიგოგიძეს 1991 წელი გაახსენდა.

„ავსტრიის პრეზიდენტის დღევანდელმა სტუმრობამ თბილისში მომაგონა. 1991 წ. პიონერფილმი ავსტიაში მიგვიწვიეს. ერთ საღამოს ჩემი კოლეგა ჰერმან ბლაშკე მეუბნება, ხვალ პრეზიდენტთან გვაქვს მიღებაო. ძალიან კარგი – ვუპასუხე მე. ერთი კვირის განმავლობაში 4 პრეზიდენტს შევხვდი. კინო კლუბის, ფოტო კლუბის,მონადირეთა კლუბის და მეღვინეთა კლუბის. ჩემ ქცევაში რომ ვერ დაინახა აღფრთოვანება -გაოცება გაიმეორა–ა ვ ს ტ რ ი ი ს პრეზიდენტს უნდა შევხდეთო. დილას ყველა შეძლებისდაგვარად მოვემზდეთ და გავემგზავრეთ ვენაში. საოცარი სასახლე , დარბაზები, ჭაღები, ბროლი, ოქრო. გამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი კურტ ვალდჰაიმი რომელიც ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომერე იყო. თბილად გვესაუბრა. ასე გვითხრა – თქვენი სტუდიის შესახებ იმდენი მიამბო ჰერმან ბლაშკემ, რომ გადავწყვიტე თქვენი გაცნობაო. ბევრი ესაუბრა ბავშვებს. გავცვალეთ საჩუქრები, მე დამაჯილდოვა ვენის საპატიო ირდენით”, – წერს გრიგოლ ჩიგოგიძე ფეიბუქის საკუთარ გვერდზე.
grigol2
grigol3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები