ქაბულში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა ქაბულის დიპლომატიურ რაიონში სამშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად. ტელეარხ TOLO News-ის ინფორმაციით, აფეთქება იუსტიციის სამინისტროს ავტოსადგომზე მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოები და სამაშველო სამსახურები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები