“ბავშვების ცემა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოჯახების დიდი უმრავლესობის საზარელი დამღაა”

თელოგი ბექა მინდიაშვილი გურჯაანში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც მამაკაცმა მცირეწლოვანი გერები და შვილის ცემა.

როგორც მინდიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ბავშვების ჩაგვრას საზოგადოება ხშირად საზოგადოება აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას.

მიდნიაშვილის თქმით, საზოგადოება აუცილებლად უნდა შეეწინააღმდეგოს მსგავს ფაქტებს.

“ბავშვების ცემა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოჯახების დიდი უმრავლესობის საზარელი დამღაა. როგორც ვიცი, ბავშვებს ფიზიკურად ისევ სჯიან ბაღებსა და სკოლებში პედაგოგები; ასევე ჩვეულებრივი ამბავია ეს სპორტულ კლუბებში. აღარაფერს ვამბობ ყოვლდღიურ სიტყვიერ დამცირებასა და ფსიქიკურ ჩაგვრაზე, რაც ყოვლისმომცველია, რითაც ნამდვილად ყველანი ვართ გასვრილი. ესაა საშინელი დანაშაული, საშინელი ცოდვა, რასაც ვეგუებით, რასაც ხშირად აღვიქვამთ, როგორც ნორმას, ან კიდევ უარესი – აღზრდის შემადგენელს, ზრუნვის გამოვლინებას. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ამ ტოტალური პრობლემის გადაუჭრელად, ჩვენც, ყოველთვის ვიქნებით უმწიფარი, ინფანტილური, სახიფათო ადამიანები, გვექნება ასეთივე კულტურა, ავტორიტარული, ჩაგვრასა და ყეყეჩობაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ურთეირთობები. იმ სამოქალაქო გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც სხვა საკითხებზე მუშაობით ასე თუ ისე შევიძინეთ, მგონია, რომ დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ამ სირცხვილს რეალურად შევეწინააღმდეგოთ – შინაც და გარეთაც“, – წერს ბექა მინდიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები