ორენბურგის საგამოძიებო სამსახურმა „ფუტკრების“ ცეკვაზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ორენბურგის საგამოძიებო სამსახურმა უარი განაცხადა „ფუტკრების“ ვიდეორგოლთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, ვინაიდან მასში ეროტიკის და პორნოგრაფიის ელემენტები არ შეინიშნება. ორენბურგის სტუდია „კრედოს“ მიერ გადაღებული კლიპი „ფუტკრები და ვინი პუხი“ YouTube-ზე აპრილის შუა რიცხვებში გაჩნდა. ამ კლიპს რუსეთში დიდი სკანდალი მოჰყვა, ვინაიდან მასში არასრულწლოვანთა მხრიდან ეროტიკის ელემენტები შენიშნეს.
სტუდია „კრედო“ დახურეს, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის სამე აღძრეს. ახლა კი საგამოძიებო უწყების დასკვნაში ნათქვამია, რომ ქორეოგრაფიის სპეციალისტებმა ამ ცეკვაში ეროტიკის და პორნოგრაფიის ელემენტები ვერ აღმოაჩინეს, ხოლო გოგონების საცეკვაო მოძრაობები არის „ტვერკის“ სტილის ელემენტები. გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოებმა სკოლის მხრიდან გულგრილობის ნიშნები და არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილობითი ქმედებაც ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები