ჯემალ ჭკუასელს 80 წელი შეუსრულდა

“ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელს ჯემალ ჭკუასელს დღეს 80 წელი შეუსრულდა. ანსამბლ „ერისიონის“ პრესსამსახურის უფროსი ლელა წიკლაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მილოცვას ავრცელებს. მისივე ინფორმაციით,  ანსამბლი “ერისიონი” საიუბილეო წელთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში განახლებული შოუპროგრამით (ქართული საგანძური) წარდგა. კონცერტი ჯემალ ჭკუასელის საიუბილო თარიღს მიეძღვნა. “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელს ჯემალ ჭკუასელს დღეს 80 წელი შეუსრულდა.
საქართველოს სახალხო არტისტს,რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ხელოვნევბის დამსახურებულ მოღვაწესა და ღირსების ორდენოსანს დიდი სიყვარულით heart emoticon ვულოცავთ დაბადების 80 წლის იუბილეს.11297712_10152932624249779_1163794393_n
ანსამბლი”ერისიონი”საიუბილეო წელთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში განახლებული შოუ პროგრამით (ქართული საგანძური) წარსდგა. კონცერტი ჯემალ ჭკუასელის საიუბილო თარიღს მიეძღვნა.ჯემალ ჭკუასელი 1985 წლიდან ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება ქუთაისის სიმღრისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაარსებაც.
ანსამბლ „ერისიონში“ ჯემალ ჭკუასელი 30 წელია მოღვაწეობს. ამ წლების განმავლობაში “ერისიონმა” მსოფლიო წარმატებით მოიარა და 1000-ობით კონცერტი გამართა. სხვადასხვა გამოცემა „ერისიონზე“ წერდა: „ერისიონის“ ტორნადომ გალაქტიკა გაანგრია“; „ქართველები ისე მღერიან და ცეკვავენ, როგორც ღმერთები“; ანსამბლმა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ანსამბლს პარიზში ოქროს დისკი გადასცეს. რომელიც ფოლკლორულ ანსამბლებში მხოლოდ „ერისიონს“ ხვდა წილად. „ერისიონი“ შევიდა მსოფლიო კორიფეების კრებულშიც, რომელიც ცნობილმა “melodies and voices” –მა შექმნა კომპანია “Universal”-ის გამოკითხვის შედეგად. დისკი, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებსა და ხელოვანებს აერთიანებს. „ერისიონი“ მოხვდა ფრედი მერკურის, მონსერიეტ კაბალიეს, პავაროტის, ანდრია ბოჩელის, დომინგოს, მადონასა და მარია კალასის გვერდით.
ცნობილი „ჩაკრულო“, რომელიც გალაქტიკაში გაიგზავნა, სწორედ „ერისიონის“ მომღერლებმა შეასრულეს. „ერისიონის“ მუსიკალური შოუპროგრამის შექნის იდეა და რეჟისურა ჯემალ ჭკუასელს ეკუთვნის. ქორეოგრაფია კი აწ გარდაცვლილ ქორეოგრაფიის მეტრს – რევაზ ჭოხონელიძეს. ანსამბლ „ერისიონის“ „დი-ვი-დი“ დისკები, სახელწოდებით: „ქართული ლეგენდა“ ახლაც წარმატებით იყიდება მსოფლიო შოუბაზარზე”, – წერს ლელა წიკლაური სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები