ლევან ვასაძე: გაერომ ქართველი ერი მომაკვდავი ერების შავ სიაში შეიყვანა

გაერომ ქართველი ერი შეიყვანა მომაკვდავი ერების შავ სიაში და ქართული ენა შეიტანა მომაკვდავი ენების შავ სიაში – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კონფერენციაზე „დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები“ განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, არაოფიცილაური მონაცემებით, საქართველოში 100 000 , ხოლო ოფიციალური მონაცემებით – 40 000 აბორტის შემთხვევაა.

„გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის, თუკი რამეს არ შევცვლით, საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 28%-ით. მათ შორის, ეთნიკური ქართველების მოსახლეობა გაეროს ინფორმაციით, შემცირდება 50%-ით. გაერომ ქართველი ერი შეიყვანა მომაკვდავი ერების შავ სიაში და ქართული ენა შეიტანა მომაკვდავი ენების შავ სიაში. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წელიწადში 100 000 აბორტი კეთდება, ოფიციალური მონაცემებით, 40 000. სამწუხაროდ, მე არაოფიციალური მონაცემების მჯერა. წელიწადში 100 000 აბორტი ნიშნავს ქვეყნის მოსახლეობის 3%-ს, რომელსაც ჩვენი ხელით ვკლავთ. ქვეყანაში ჩნდება 50 000 ბავშვი და ყოველ წელს კვდება 76-78 ათასი, ჩვენ ვნადგურდებით. თუ ჩვენ არ შევწყვეტთ მასობრივად ჩვენი ბავშვების ხოცვას დედის საშვილოსნოში, აგვიხდება გაეროს პროგნოზი. დიდი იმედი მაქვს, რომ გავიღვიძებთ, მოვინანიებთ ჩვენ ცოდვებს და დავუბრუნდებით ოჯახის კულტურას, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს არსებობის საფუძველი. ყველა დედა და მამა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს“,- განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები