გურიაში დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გაათავისუფლეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე და “თავისუფალი ზონის” წევრი ბესიკ ქათამაძე გაათავისუფლეს. ისინი ქალაქ ოზურგეთში გურიის გუბერნატორის პლაკატების გაკვრის დროს დააკავეს, რომელზეც აღბეჭდილი იყო რეგიონის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე. წარწერით “მოარიდეთ ბავშვებს”.