ორშაბათობით შვილებისა და მომავალი თაობებისთვის პარაკლისი აღევლინება

ყოველ ორშაბათს 18:00 საათზე შვილებისა და მომავალი თაობებისთვის პარაკლისი აღევლინება. პარაკლისს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. უწმინდესმა საკუთარ ნათლულებს მიმართა, შესაძლებლობის შემთხვევაში, პარაკლისს დაესწრნონ. პატრიარქმა დღეს მრავალშვილიანი ნათლულებიც დალოცა და ოჯახებს, სადაც 10 და 10-ზე მეტი ბავშვია, სიგელები და ოჯახის მფარველი ხატი გადასცა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, მრავალშვილიან ოჯახებში ღვთის წყალობა დიდია. “ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენც გვყავს ოჯახები, სადაც არიან 10-12 და მეტი შვილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის მადლი განსაკუთრებით ამ ოჯახებში სუფევს”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები