ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემთ, იმდენი უნდა იყოლიონ – ილია მეორე ექიმებს მიმართავს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართავს ყველას, რომ შეწყდეს საქართველოში აბორტები. “უნდა მივმართო ყველას, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გახსოვდეთ, რომ აბორტი არის შვილის კვლა. ეს არის უდიდესი ცოდვა და განსაკუთრებით მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, რომ ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის, ამიტომ უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემთ, იმდენი შვილი უნდა იყოლიონ”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.