როსტომ ჩხეიძე: უნდა არსებობდეს არამარტო სახელმწიფო პოლიტიკა, არამედ – კულტურის პოლიტიკა

„უნდა არსებობდეს არამარტო სახელმწიფო პოლიტიკა, არამედ – კულტურის პოლიტიკა”, – ამის შესახებ მწერალი როსტომ ჩხეიძე საუბრობს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ევროპული კულტურის ნაწილი ვერ გადება. აღნიშნული განცხადება ჩხეიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, გადაცემაში „შეხვედრები მწერალთა სახლში” ისაუბრა. „ამის არარსებობა ჩვენთან ძალიან დიდ კვალს ტოვებს საზოგადოებრივ შეგნებასა და რეალოაბზე. ცალკე სიტყვებად რჩება, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ დასავლეთის ნაწილი. ეს ყველაფერი გულისმობს, რომ ლიტერატურაშიც უნდა იყო იმ პროცესების მონაწილე. იმ თარგმანებით, რაც დასავლეთში გადის ჩვენ ვერ ვიქნებით დასავლეთის მონაწილე. ჩვენ არავიზე ნაკლები მწერლები არ გვყავს, გვყავს შესანიშნავი კრიტიკოსებიც. უბრალოდ მიზანმიმართულად უნდა წარიმართოს ეს ყველაფერი”, – განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.
წყარო “რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები