ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია დასრულდა
თბილისში, ჰომოფბიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვასადხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების და მოქალაქეების მიერ გამართული შეკრება დასრულდა. შეკრების მიზანი, აქციის ორგანიზატორების თქმით, ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. აქცია მრგვალ ბაღთან 11:00 საათზე დაიწყო და მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, ერთ საათზე ნაკლებ დროში დამთავრდა. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისთვისვე მასზე დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით იყო შესაძლებელი.