ტყის მავნებელთან ბრძოლის ღონისძებები იმერეთშიც მიმდინარეობს
თერჯოლის რაიონში, სოფელ სკანდესთან ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარის ხმობის შესახებ სააგენტოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მომართა. განხორციელებული სატყეო პათოლოგიური შესწავლების შედეგად გამოვლინდა ძირითადი ზიანის მომტანი მავნებლები: დიდი და მცირე მებაღე და კენწეროს ქერქიჭამია. გამოვლენილი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ფიჭვნარში ფერომონიანი მწერსაჭერები განთავსდა, რომელთა პერმანენტული მონიტორინგი ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო, განხორციელებული ღონისძიების შედეგებისა და ფიჭვნარის მდგომარეობის შეფასებაზე დაყრდნობით, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კომპლექსური ღონისძიებები დაიგეგმება.