ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, – ამის შესახებ „კვირას“ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისივე თქმით, 18 მაისიდან ქვეყნის როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 30 გრადუსს მიაღწევს. ნიორაძის თქმით, თბილი ამინდები 23 მაისამდე შენარჩუნდება, 23 მაისიდან კი ამინდის უმნიშვნელო გაუარესებაა მოსალოდნელი.