ნინო გიორგობიანი: არც ერთი სიტყვა ამ ინფორმაციაში მართალი არაა

არც ერთი სიტყვა ამ ინფორმაციაში მართალი არაა – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით ცინარიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც ნინო გიორგობიანი წერს, საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ცინარიძეს დაკავებული თანამდებობა არ დაუტოვებია. “ამ ინფორმაციაში არც-ერთ სიტყვა მართალი არ არის, და კითხვა მაქვს სამინისტროში რატო არ სცადეს გადამოწმება? ნიუსში რომ ორივე მხარის კომენტარი უნდა იყოს დამწყებმა ჟურანლისტებმაც კი იციან…”, – წერს ნინო გიორგობიანი. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით ცინარიძემ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები