თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსს აცხადებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსს აცხადებს. არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ დღეს არქიტექტორებს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ბაგა-ბაღების ასაშენებლად განკუთვნილი ტერიტორიები სააგენტოში შესული მოთხოვნების საფუძველზე შეირჩა. „მოვიწვიერთ არქიტექტორები, რათა გავაცნოთ საკონკურსო პირობები. გავაცანით ის 5 ობიექტი, რომელზეც კონკურსია გამოცხადებული. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბევრმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.
ველოდებით, რომ ბევრი ნამუშევარი შემოვა და საუკეთესო პროექტი შეირჩევა“, – განაცხადა ნინო ღოღობერიძემ. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თემურ თორდინავას თქმით, კონკურსანტებმა ერთ თვეში უნდა წარადგინონ ესკიზური პროექტი და მისი განხილვის შემდეგ გამარჯვებული არქიტექტორი ან არქიტექტორთა ჯგუფი მოამზადებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რის შემდეგაც სატენდერო წინადადებების მომზადება დაიწყება.