მრგვალ ბაღთან პოლიციაა მობილიზებული – „იდენტობა“ აქციისთვის ემზადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ დღეს ღონისძიებას გამართავს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
ღონისძიება თბილისში, ვაკეში მდებარე მრგვალ ბაღში გაიმართება. ამ დროისთვის ბაღთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტილია და პოლიციაა მობილიზებული. როგორც „იდენტობაში“ განმარტავენ, ღონისძიების მიზანი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მონაწილეებს სურთ, საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნონ. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ წინასწარ აკრედიტებული ჟურნალისტებისთვისაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები