შსს-ს თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბონდო ოჩიგავამ, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და რიგითმა ჯარისკაცებმა აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში სისხლი გაიღეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. შს სამინისტროს ცნობით, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპერტამენტი რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში. აქციაში სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელმა და წვევამდელმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აღნიშნულ აქციაში შსს-ს მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები