დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება. ღონისძიებების გაუქმების მიზეზი საპატრიარქოს თხოვნა გახდა. ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს და საპატრიარქო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, მადლობას უხდის.
,,საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებით აღინიშნოს. ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისთვის მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ’’, – განცხადა მეუფე თეოდორემ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ეკლესია აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას დედაქალაქში პირველად აღნიშნავს. დღეს ილია მეორე გვარებსა და ოჯახებს დალოცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები