ირაკლი აბესაძე: გაუფრთხილებლად ცენტრალური მაგისტრალის ჩაკეტვა მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება გახდეს

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც აბესაძე ამბობს, მოსახლეობის გაუფრთხილებლად ცენტრალური მაგისტრალის ჩაკეტვამ, შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

“საგზაო მოძრაობის დადგენილი მარშრუტების შეცვლა (გზის გადაკეტვა, სხვა საგზაო მონაკვეთებზე სატრანსპორტო ნაკადის გადართვა) გასულ წლებში თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურთან შეთანხმებით ან/და მათი დავალებით ხდებოდა და ისიც მხოლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვის უზრუნველსაყოფად. ეს საშუალებას იძლეოდა, წინასწარ დაგეგმილიყო ალტერნატიული მარშუტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რის შესახებაც რამდენიმე დღით ადრე ეცნობებოდა საზოგადოებას, ხოლო წინასწარ მომზადებული საპატრულო ეკიპაჟები უზრუნველყოდნენ ტრანსპორტის მოძრაობის მიმართვას ალტერნატიულ მიმართულებებზე. როგორც გამოჩნდა, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულმა ,,თბილისი 2015″-ის ადმინისტრაციამ უავტორიტეტო მერიისთვის ამ საკითხზე ინფორმაციის მიწოდებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ. ან, მიაწოდა ეს ინფორმაცია და არაკვალიფიციურმა მოხელეებმა სწორი გადაწყვეტილებების მიღება ვერ შეძლეს; ან, სულელმა მოხელეებმა წინასწარ ვერ გათვალეს ელემენტარული საკითხი – ცენტრალური მაგისტრალის ჩაკეტვა მოსახლეობის გაუფრთხილებლად სერიოზული, მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება გახდეს”, – აცხადებს ირაკლი აბესაძე. დღეს აღმაშენებლის ხეივანი დღის 12:00 საათზე, მოსახლეობის გაუფრთხილებლად გადაიკეტა. მიზეზი კი, “თბილისი 2015”-ის მოსამზადებელი სამუშაოები გახდა, რომლის ფარგლებში აღმაშენებლის ხეივნის საავტომობილო გზაზე სატესტო ველორბოლა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები