ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე გახდა

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობა ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია, „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა მიაწოდა.

მისივე თქმით, ყოფილმა დირექტორმა ბუბა კუდავამ მხოლოდ 2 ხმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მას მხარი ზაზა ალექსიძემ და დავით ლორთქიფანიძემ დაუჭირეს.

„განათლების მინისტრის – თამარ სანიკიძის მიერ შექმნილმა 9-კაციანმა კომისიამ არ დაუჭირა მხარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სრული კოლექტივის რეკომენდაციას… კომისიამ ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძეს დაუჭირა მხარი… ცხოვრება საინტერესოა, ვერაფერს დაუწუნებ… მადლობა 2 ღირსეულ პიროვნებას – ზაზა ალექსიძეს და დავით ლორთქიფანიძეს! ჩალად არ მიღირს არცერთი თანამდებობა! უბრალოდ: არავის შერჩენია ამქვეყნად ძალადობა… არავის შერჩება ამ დუნიაზე უსამართლობა… არავის ვუსურვებ ბუმერანგს უკან, თუმცა ცხოვრებას თავისი კანონზომიერებები აქვს… მადლობა, კოლეგებო…“ – წერს ბუბა კუდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. კონკურსში სულ 11 პირი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე კონკურსი აპრილის ბოლოს გამოცხადდა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აუდიტის სამსახური ამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები