ილია II: ღვთისმშობელი მობრძანდა საქართველოში, რათა დაამშვიდოს, გაამთლიანოს საქართველო

“ღმერთმა დალოცოს ყოველი გაჭირვებული, რომელიც შესთხოვს უფალს, იხარეთ, ძენო და ასულნო საქართველოის“, – ამ სიტვებით დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აწყურის ღვთისმშობლის ხატთან შეკრებილი მრევლი.

პარაკლისის დაწყებამდე, სამების ტაძარში მსვლელობით მიბრძანებული აწყურის ღვთისმშობლის ხატთან შეკრებილებს პატრიარქმა მცირე ქადაგებით მიმართა.

“ღმერთმა დალოცოს ყოველი გაჭირვებული, რომელიც შესთხოვს უფალს, იხარეთ, ძენო და ასულნო საქართველოისა, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შემოვიდა საქართველოში. ხატმა განვლო გზა ანდრია პირველწოდებულისა. ღვთისმშობელი მობრძანდა საქართველოში, რათა დაამშვიდოს, გაამთლიანოს საქართველო, გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას.

ტაძარში დალოცვის შემდეგ უწმინდესი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ტაძრის ეზოში გამობრძანდა, სადაც ამჟამად პარაკლისი სრულდება. ტაძრის ეზოში, სპეციალურად ხატისთვის შექმნილ შუა ადგილზე დაბრძანებულია აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. სამების ეზო და ტაძარი მომლოცველებით სავსეა. ვარდების მოედნიდან სამების ტაძრამდე ხატს ათასობით ადამიანი მოაცილებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები