აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
ვარდების მოედნიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო, რომელშიც რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, მღვდელმთავარი, მონაზონი და მრევლი მონაწილეობს.
მსვლელობას საეკლესიო დროშებით მოძრაობა “დავითიანნის” ახალგაზრდები მიუძღვებიან. აწყურის ღვთისმშობლის ხატს ჩოხოსნები მიაბრძანებენ. ამ მსვლელობით, მორწმუნეები ღვთისმშობელს მფარველობას და შეწევნას შესთხოვენ. მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.