სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და მესაზღვრეებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამშრომლებთან ერთად, სრულიად დაქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესის და უნეტერესის ილის II-ის კურთხევით გამწვანების აქციაში ,,დარგე ხე – გაამწვანე საქართველო“ ჩაერთო.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ გამეზარდაშვილმა მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, მესაზღვრეებთან ერთად ზეთისხილის ხეები დარგო. სასაზღვრო პოლიცია გამწვანების აქციაში მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.