ავსტრიაში გარდაცვლილი სოფიკო ლოლაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
ავსტრიაში გარდაცვლილი 23 წლის სოფიკო ლოლაშვილი დღეს, გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 4 საათზე თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც ვენა-სტამბოლი-თბილისის რეისი შეასრულა. სოფიკო ლოლაშვილის ცხედარი უკვე რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, სოფიკო ლოლაშვილს სამშაბათს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ სოფიკო ლოლაშვილი ავსტრიაში 29 აპრილს გაუჩინარდა. ადგილობრივმა პოლიციამ, 13-დღიანი ძებნის შემდეგ, გოგონას ცხედარი 12 მაისს მდინარე დუნაიში აღმოაჩინა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფიკო ლოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო.