რიგაში, საბჭოთა უშიშროების სამსახურის (KГБ) ყოფილ შენობაში პუტინის „ჯვარცმა“ დადგეს (ფოტოკოლაჟი)
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, საბჭოთა უშიშროების ყოფილი სამსახურის (КГБ) შენობის ეზოში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქანდაკების „ჯვარცმა“ დადგეს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ „ჯვარცმაში“ ლურსმნები შეარჭოს. „მონუმენტის“ ავტორის ვინაობა უცნობია.
გამოფენის სტუმრების თქმით, ის რომ ეს ექსპონატი რიგის ცენტრში მდებარეობს და სწორედ ამ შენობაში, სიმბოლურია. „პუტინი ამ ტიპის დაწესებულებებში მუშაობდა და მან დაიმსახურა ის, რომ ლურსმენი შევარჭოთ. ის სწორ ადგილას და სწორ დროს იმყოფება“, – ამბობს რიგის ერთ-ერთი მოქალაქე, სახელად რეინოლდსი „ტვ-5“-თან ინტერვიუში.