ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 15 მაისის 20:00 საათიდან 18 მაისის 08:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
“ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები