თბილისის გარკვეულ ქუჩებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა

თბილისის გარკვეულ ქუჩებს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. როგორც “კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარედ , ოლიმპიური კომპლექსისთვის მაღალი ძაბვის სადენის მშენებლობისას შპს ,,ოტ-ბოქს”-ის მიერ მოხდა 500 მმ საშ/წნევის მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანება, რის გამოც დღეს 18:00 საათიდან 12 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.
კომპანიის ინფორმაციით, მათ შორისაა ჯიქიას, სანდრო ეულის, მინდელის ქ. 1, ქავთარაძის ქ. 25-ის კორპუსების, ვ.ფშაველას 3, 4, 5, 6, 7კვ-ის, ვ. ფშაველას გამზ. 71, ნუცუბიძის I მ/რ-ის, ნუცუბიძის ქ. 127, 183, 193, 211, შავგულიძის ქ. 7,7ა, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები, კერძოდ, ,,ლეჩკომბინატი”, სისხლის გადასხმის სადგური, იზოტოპების ინსტიტუტი, გაზგასამართი სადგური ,,ნატურალ გაზი”, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაზგასამართი სადგური ,,ნეოგაზი” და ,,ველო-გაზი”, სპორტული კომპლექსი ,,არენა”, ,,ქარიშხალა”, სკოლა ,,XXI საუკუნე”, ფინანსთა სამინისტრო, საბურთალოს პანთეონში არსებული ეკლესია და სხვა. ასევე გაზმომარაგების გარეშე დარჩება ბაგებში – წყნეთის გზ. 49-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და საერთო საცხოვრებელი.
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ტექნიკურმა სამსახურმა ავარიის დროულად აღმოფხვრის მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მთელი ღამე უწყვეტად გაგრძელდება. გაზმომარაგება ეტაპობრივად, სამუშოს დასრულებისთანავე აღდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები