დავით თევზაძე CV-ს აქვეყნებს – „გაჩნდა ირონიული კითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე CV-ს აქვეყნებს და იქვე აღნიშნავს, რომ მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კითხვები გაჩნდა. თევზაძე დაინტერესებულ პირებს მიმართავს, მის CV-ს გაეცნონ და მერე მიმართონ კითხვებით.
„ჩემო ვირტუალურო მეგობრებო, გთხოვთ, სწორად გამიგოთ. ვინაიდან ბოლო ორი-სამი დღეა ისევ გაჩნდა ირონიული კითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან და 2012 წლამდე საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს უფლებას ვაძლევ გავასაჯაროვო ჩემი ე.წ. CV 2012 წლის ნიშნულამდე. დაინტერესებულ და ძალიან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თითოეული სტრიქონის ნამდვილობა ამოწმონ. ერთადერთი, რაც CV-ს აკლია, ეს იმ სერტიფიკატების ჩამონათვალია, რომელიც ამ წლების მანძილზე უამრავი დაგროვდა და რომელთა აღნუსხვა უბრალოდ უაზრობად მივიჩნიე. ახლა, ჩემო ბატონო, გნებავთ ირონიულად, გნებავთ სერიოზულად, მკითხეთ…“, – წერს დავით თევზაძე.

123

4 5 6

7 8 9

10

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები