ირლანდიის პოლიციამ პრინც ჩარლზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავა

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პრინც ჩარლზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის სიახლოვეს იყო აღმოჩენილი. ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები შეიარაღებულ დაჯგუფებას, სახელწოდებით Real IRA -ს მიეკუთვნებიან და ისინი ტერორიზმში, უკანონო ორგანიზაციების წევრობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში არიან ბრალდებულები.
პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩასვლას 19-დან 21 მაისამდე აპირებენ. როგორც ინგლისში, ასევე ირლანდიაში ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, განსაკუთრებით ბოლო დროს შოტლანდიის მხრიდან დეცენტრალიზაციის მოთხოვნის კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები