გერმანიის ერთ-ერთ მიტოვებულ სუპერმარკეტში ხუთი გვამია აღმოჩენილი

 

გერმანიის ქალაქ კლოსტერფელში სახელმწიფო ინსპექტორს საშინელი სიურპრიზი ელოდა, როდესაც მან ადგილობრიცი მიტოვებული სუპერმარკეტის მაცივარში შეიხედა. საყინულე კამერაში 5 კუბო დახვდა ადამიანის სხეულებით. მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივი დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელს უფლება მისცეს, მაცივარში კუბოები შეენახა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ კუბოებში გარდაცვლილი ადამიანები იქნებოდნენ. ამასთანავე, ადგილობრივი ორგანოები ამბობენ, რომ დამკრძალავი ბიუროს თანაშრომელს ვერაფერში ვერ დაადანაშაულებენ. ყველა გვამი ტემპერატურის რეჟიმის სრული დაცვით ინახებოდა, ხოლო საბუთები სათანადოდ იყო გაფორმებული. ამჟამად ყველა გარდაცვლილი ადგილობრივ კრემატორიუმში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები