მოსკოვში მსახიობმა სტეპან მოროზოვმა თავი მოიკლა

რუსეთის ახალგაზრდობის აკადემიური თეატრის მსახიობმა სტეპან მოროზოვმა თავი მოიკლა. სააგენტო „:ინტერფაქსის“ ცნობით, მოროზოვი საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადახტა. „მოროზოვი ფანჯრიდან გადახტა, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია, სავარაუდოდ, ეს თვითმკვლელობაა“, – განუცხადეს სააგენტო „ინტერფაქსს“ მოსკოვის პოლიციაში. თვითმხილველების თქმით, წინა დღეს მოროზოვი იმ მომენტში დაინახეს, როდესაც ის სახლში შედიოდა და ალკოჰოლური სასმელი მიჰქონდა. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები