ვატიკანმა პალესტინის აღიარება გადაწყვიტა – ისრაელი გულდაწყვეტილია

ოფიციალური ისრაელი აცხადებს, რომ ძალზე გულდაწყვეტილია ვატიკანის გადაწყვეტილებით აღიაროს პალესტინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელთანაც რომის კათოლიკური ეკლესია დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
ვატიკანის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. აქამდე დოკუმენტებში, რომლებიც ვატიკანს და პალესტინელებს შორის ურთიერთობებს არეგულირებდნენ, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია ფიგურირებდა. ახლა კი პალესტინის ტერიტორიის სტატუსი უფრო მაღალ დონეზეა აყვანილი.
რამდენიმე დღეში პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ვატიკანში ჩავა და იქ რომის პაპს შეხვდება. როგორც ეს იყო მოსალოდნელი, ისრაელი ვატიკანის ამ გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია. ისრაელის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ პალესტინელებმა შეიძლება პალესტინის სტატუსის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარი განაცხადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები