შალვა ობგაიძე: ვეძებ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული NDI-ს გამოკითხვაში, მპოვნელი დასაჩუქრდება!

„ყურადღება! ვეძებ ერთ ადამიანს მაინც, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული NDI-ს გამოკითხვაში, მპოვნელი დასაჩუქრდება!“ – ამ შინაარსის წარწერას ბანერით თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი შალვა ობგაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ბანერზე ასეთი წარწერაა: „ყურადღება! ვეძებ ერთ ადამიანს მაინც, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული NDI-ს გამოკითხვაში. მპოვნელი დასაჩუქრდება!“
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს ქართველ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი უნდობლობას უცხადებს.
ამ თემაზე, სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან სპეციალური ანკეტა-კითხვარიც ვრცელდება, თუ იცნობს ვინმე ისეთ ადამიანს, ვისაც ამ კვლევებში მონაწილეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები