პოროშენკო – უკრაინაში 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 11 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამის შესახებ პოროშენკომ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრისას პოროშენკომ აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ოკუპანტების მიერ დაკავებული ოლქების რეინტეგრაცია, ეუთოს სამშვიდობო მისიის გაგრძელება და უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების არსებობის შესახებ დასავლეთის ქვეყნებიც საუბრობენ. რუსეთი ამას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები